კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად გაეცნო. გზის მორეცხვის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა (ა) იპ სერვისების ცენტრის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.
![ფოთის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/04/91888362_3021662691223120_5571433925718310912_o.jpg)