ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელიც კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”, დამფუძნებელია, თავის პარტნიორ შვეიცარულ-ავსტრიული კომპანია “Industrial Minerals”-თან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.
„COVID-19 არის მსოფლიოს ახალი გამოწვევა, რომელთანაც ბრძოლა ჩვენს ქვეყანასაც უწევს. საქართველოს მთავრობის მყისიერი ღონისძიებებით, კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მან მაინც შეძლო ზიანი მიეყენებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისათვის.
ეს არის ჩვენი მცირედი შენატანი, რომელიც მოხმარდება ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად და იმ მოქალაქეების დასახმარებლად რომელთაც შექმნილმა მდგომარეობამ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა “ – აცხადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია. გოჩა კურდღელია მადლობას უხდის კომპანია “Industrial Minerals და “Caucasian Metals Terminal”-ის ყველა თანამშრომელს, მაღალი სამოქალაქო აქტივობისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
გარდა ამისა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერიის პოლიტიკური გუნდი უერთდება მმართველი პარტიის ინიციატივას და ხელფასების ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.
Mayor of Poti Gocha Kurdgelia who is the co-founder of “Caucasian Metals Terminal”, together with his partner Swiss-Austrian company “Industrial Minerals” transferred 100,000 GEL to StopCov Fund. “COVID-19 is a new global challenge in the world that our country is facing as well. With the immediate action of the Georgian government, the risks of spreading coronavirus have been minimized, but it has still been able to harm our citizens and our country. This is our small contribution, which will be used for such an important task for the country as the fight to stop the virus and to help the citizens who have been affected ” said Mayor of Poti Gocha Kurdgelia. Gocha Kurdghelia thanks all the employees of the “Industrial Minerals” and “Caucasian Metals terminal” for their high level of civic activism and corporate social responsibility. In addition, Gocha Kurdghelia and Deputy Mayors: Konstantine Topuria, Mamuka Papaskiri and Paata Lagvilava are joining the initiative of the ruling party and will transfer one third of their salaries to the StopCov Fund.