- შემსრულებელი: შპს „ზმ“ ჯგუფი
- დაფინანსების წყარო:
რეგ. ფონდი 95% / ადგილობრივი ბიუჯეტი 5%
- პროექტის ღირებულება: 1 841 155 ლარი
- სამუშაოების დაწყების თარიღი: 12.02.2020
- სამუშაოების დასრულების თარიღი: 12.10.2020
- ტენდერის ნომერი: NAT190025863
პროექტის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით აწარმოებს კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.
მეორე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა:
ქუჩის გასწვრივ ბულვარის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;
ძირითადი ჯებირის რეკონსტრუქცია;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობა;
ჩოგბურთის კორტის მშენებლობა, 270 ადგილიანი ტრიბუნით;
მინი-საფეხბურთო მოედნის მშენებლობა (გასახდელის შენობით, საშხაპითა და სან-კვანძით);
მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობა;
კომპლექსის სამივე მხარეს ღია ავტოსადგომების მოწყობა;
პენსიონერთა კლუბის სახლის აშენება.
მესამე, საბოლოო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ველობიკის მოწყობა, გამწვანების ზოლის მოწყობა, სკამების განთავსება, მცირე სკვერის მოწყობა.
პროექტის პირველ ეტაპზე დაიგო დაახლოებით 2 კმ. ასფალტის საფარი, გალვანიზირებული ბოძებით მოეწყო გარე-განათება, განთავსდა სანიაღვრე არხები.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კუნძულის უბნის სანაპიროს ტურისტული მიმართულებით განვითარებას, არსებული პოტენციალის გამოყენებას და ქალაქში შექმნის ახალ სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ, ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილ სივრცეს.