🔵ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი მოეწყო.
🔵კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, აგრეთვე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფოთის მუნიციპალიტეტისა და სხვა საჯარო უწყებების ორგანიზებით ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები შეძლებენ, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ.
🔵ფოთის ტირ-პარკში არსებულ ვითარებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან ერთად გაეცნო. მათ დაათვალიერეს დროებითი ნაგებობები, სადაც განლაგებულია სასადილოები და სველი წერტილები, მათ შორის, საშხაპეები. ტირ-პარკის ტერიტორიაზე მძღოლები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა სხვა აუცილებელი პირობით. ტირ-პარკის ტერიტორიაზე ქართველ მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
🔵ტირ-პარკის ტერიტორიაზე 150-მდე მძღოლი ერთდროულად შეძლებს მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრებას.