➡️დღეს, საკრებულოს მეექვსე გეგმიურ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარედ ბექა ვაჭარაძე აირჩიეს.
➡️- „საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და ყველა გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობით. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე კოლეგიალურად გავაგრძელებთ ყველანი ურთიერთთანამშრომლობას. ვინც ჩემს კანდიდატურას მხარს არ უჭერდნენ, მათი აზრიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია. იცით, რომ ჩვენ ასევე ვართ წარმომადგენლობითი ორგანო, ჩვენ წარმოვადგენთ პირველ რიგში ჩვენს თანამოქალაქელებს, მათ ინტერესებს და შესაბამისად, ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპიც სწორედ მათი ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა”- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.
➡️მანამდე, ბექა ვაჭარაძე ფოთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა.