🔶 ქალაქ ფოთში პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია,საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან: ბექა ვაჭარაძე, ბაქარ ერაგია, ხვიჩა ცხვიტარია, ოლეგ ნაჭყებია, ზვიად დგებუაძე, ზვიად ბჟალავასათან და მერის მოადგილეებთან ერთად მოსახლეობას ჯავახიშვილის, თავდადებულის, ნინოშვილის ქუჩებსა და მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში შეხვდნენ და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინეს.
🔶 ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრისას მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალები, სამომავლო გეგმები და ახალი ინიციატივები პირადად გააცნეს. მოსახლეობამ მათთვის საინტერესო კითხვები დასვა.
🔶 მსგავსი თემატიკის შეხვედრებს ქალაქის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებთან პერმანენტულად განახორციელბენ.
🔶როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აქტიურად გააგრძელებენ მოსახლეობასთან დისკუსიას და მზად არიან მოისმინონ თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში.