🔷ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთში, პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან: ბექა ვაჭარაძე, ბაქარ ერაგია, ხვიჩა ცხვიტარია, ზვიად დგებუაძე, თორნიკე შონის და თორნიკე კირთაძესთან და მერის მოადგილეებთან ერთად ამჯერად მოსახლეობას ჯიქიას, კოსტავას, 9 აპრილის და გურიის ქუჩებზე შეხვდა.
🔷შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტებად მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის, შიდა გზების და სანიაღვრე სისტემის პრობლემები დაასახელა. ადგილობრივებმა მოითხოვეს შიდა ეზოებისა და მინი სტადიონების რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებით, არსებული პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.
🔷მსგავსი თემატიკის შეხვედრები ქალაქის სხვადასხვა უბნებში გაიმართება და ადგილობრივებს საშუალება ექნებათ თავიანთი პრობლემები, შემდგომ აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე მოახსენონ ხელისუფლების წარმომადგენლებს.