🎍დღეს, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ქალაქში გამართულ საშობაო ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
🎍სარიტუალო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც სასულიერო პირები და სტიქაროსნები მოუძღოდათ წინ. ალილოს მონაწილეები გალობით გაემართნენ ცენტრალური საკათედრო ტაძრისაკენ. გზადაგზა მათ ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
🎍ტრადიციისამებრ, ალილოს მსვლელობისას შეგროვდა ტკბილეული და საშობაო ნობათი, რაშიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმაც გაიღო წვლილი. შეგროვილი საჩუქრები კი შემდგომ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.
🎍საზეიმო მსვლელობა საკათედრო ტაძარში დასრულდა.