🔶ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა ფონდი ,,ქველმოქმედი 2015″-ის წარმომადგენლებს. ფონდი დაარსების დღიდან მნიშვნელოვან და ქალაქისთვის საჭირო საქმეს აკეთებს, რაც მათ მიერ განხორციელებული საქველმოქმედო პროექტებით დასტურდება. ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს სახელით, მადლობა გადაუხადა ფონდ ,,ქველმოქმედი 2015″-ს და მომავალში თანამშრომლობა და მხარდაჭერა აღუთქვა.