🔵 9 აპრილის ქუჩაზე N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადგილას, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. 120 აღსაზრდელზე გათვლილი დაწესებულება 2021 წელს შევა ექსპლუატაციაში.
🔵ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებთან და არქიტექტორებთან ერთდ მშენებლობის ტექნიკური საკითხები განიხილეს.
🔵პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია. იგი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ჩართულობით.