🔵ფოთის ცენტრალურ სტადიონზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან ,ბექა გუგუშვილთან ერთად გაეცნო.
🔵პროექტის მიხედვით, შენდება სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები, დაგეგმილია აგრეთვე სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა.
🔵პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
🔵სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ ასრულებს.