აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაციისა და იქ მხატვართა სახლი განთავსების თაობაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ შენობის ეზოში მხატვრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე ადგილობრივ და მოწვეულ მხატვრებს შეხვდნენ.
მოდერნის სტილში, გასული საუკუნის დასაწყისში შენობა გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააშენა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით გამოირჩევა.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქის მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს, პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას უშუალო ჩართულობით გადაეცა. შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტის შემუშავებაში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ჩაერთო.