🔶სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ და მერმა გოჩა კურდღელიამ ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
✅„მოვინახულეთ ყველა მიმდინარე ინფრასტრუქტურული ობიექტი, მნიშვნელოვანია სისტემატურად ხორციელდებოდეს მონიტორინგი ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით, რაც ასეც არის და ეს უზრუნველყოფს ტემპს და ხარისხს. მესმის უკმაყოფილება მიმდინარე სამუშაოების გამო, განსაკუთრებით გზებთან დაკავშირებით, თუმცა წლის ბოლომდე აქაც გვექნება ხელშესახები შედეგი“ – განაცხადა სააკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.