სურსათის ეროვნული სააგენტოს და საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ, ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრძელდება დასახლებული პუნქტებისა და მიმდებარე ტერიტორიების თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება.
ფოთში თერმული ნისლით დამუშავების მორიგი ეტაპი დაიწყება 18 ივნისს, 23 საათზე.
რეკომენდაცია – თერმული ნისლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, მოერიდეთ ნისლში მოხვედრას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ კარის და ფანჯრის გაღება, ასევე გარეთ გასვლა. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გაიარეთ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და გზავნილების მეშვეობით მიიღებთ დეტალური ინფორმაციას ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
☎️ ცხელი ხაზი: 1⃣5⃣ 0⃣1⃣