🔵 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული „სათემო ინიციატივები COVID 19-ის წინააღმდეგ“ საგრანტო თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდული საბჭოს” წარმომადგენლების მიერ ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა.
🔵27 შინმოვლის არსებულ და 5 მომლოდინე ბენეფიციარს, ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებეულ პროგრამებზე დამატებით მიეწოდა სამედიცინო სერვისი, 6 თვის განმავლობაში მათ გაეწევათ დახმარება, როგორც საკვები პროდუქტით და პირველადი მოხმარების საგნებით, ისე მედიკამენტის 100 ლარიანი ვაუჩერით.