➡️ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება დაიწყო, რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ,ნანა მხეიძესთან ერთად გაეცნო.
➡️სამსახურის მიერ მოხდება ქალაქში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფებისა და სადარბაზოების, კერძო სახლების, ცხოველთა და ფრინველთა სადგომების დამუშავება უსაფრთხო ინსექტიციდით-სოლფაკით.
➡️ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება წყალსატევები და დაჭაობებული ტერიტორიები, სადაც კოღოს გავრცელება მასობრივად აღინიშნება. მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ პრეპარატს -„სოლფაკი_wp10”, რომელიც უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჯანდაცის ეროვნული ცენტრი უკვე მეექვსე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობების შედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება.