▶️ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მონაცემებით, 10 ივლისს , 06:45-დან 7:45 სთ-მდე ფოთში ძლიერი წვიმა (109,6 მმ ნალექი), ქარი და ელ-ჭექი დაფიქსირდა,რამაც რამდენიმე ქუჩის დატბორვა გამოიწვია, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსის ბინები, რომელზეც მიმდინარეობდა გადახურვითი სამუშაოები.
▶️ქალაქის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შექმნილია შტაბი და მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ.
▶️ მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ზარალის რაოდენობას ითვლის და უბნებზე არსებულ ვითარებას სწავლობს.
▶️ცხელი ხაზი – 0493 22 04,05, 0493 22 10 15.
https://www.youtube.com/watch?v=8AZEvXEmmtE