- შემსყიდველი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
- დონორი: ევროპის საინვესტიციო ბანკი
- პროგრამის დასახელება: საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტი
- შემსრულებელი: სს „კობრა ინსტალასიონეს ი სერვისიოს საქართველოს ფილიალი“
- პროექტის ღირებულება: 14 500 136 ლარი
- ტენდერის ნომერი: DEP170000067
პროექტის შესახებ
ქალაქ ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში შენდება და მოეწყობა:
☑ დიდი და მცირე საცურაო აუზები
☑ ფიტნეს დარბაზი
☑ სპორტული დარბაზი მაყურებელთა ტრიბუნებით 160 ადგილზე
☑ საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის
☑ კაფე
☑ საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის
ახალი კომპლექსი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას, ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს.