სიახლეები

ახალგაზრდული საბჭოს წევრობის განაცხადი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად. დებულება განსაზღვრავს ახალგაზრდული საბჭოს მიზანს, უფლებამოსილებას და სტრუქტურას, მისი წევრების არჩევის წესს, უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანი:

1. ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

2. ამ მიზნის მისაღწევად ახალგაზრდული საბჭო :

ა) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში;

ბ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის მერიისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების პროგრამების დაგეგმვაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, რომლებიც ეხებათ ახალგაზრდებს და შეიმუშავებს შესაბამისს რეკომენდაციებს მათი გაუმჯობესების მიზნით;

გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში და ახალგაზრდების მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებაში;

დ) შეისწავლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებს და შეიმუშავებს შესაბამისს წინადადებებს და რეკომენდაციებს მათი უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ახდენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებას მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და საზოგადოების ინფორმირებას ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;

ზ) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროებში.

ახალგაზრდული საბჭო შედგება16 წევრისგან (თავმჯდომარე და 15 წევრი). ახალგაზრდული საბჭოს წევრი შეიძლება იყოს 14-29 წლის ახალგაზრდა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.

ახალგაზრდული საბჭოს წევრების შერჩევის წესი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრობისთვის გამოაგზავნეთ  სარეგისტრაციო ფორმა 10 მარტიდან 31 მარტის 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური აწარმოებს დოკუმენტაციის შესწავლას და წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  დაკომპლექტებულ კომისიას. კომისია დაკომპლექტებულია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ პარიტეტულ საწყისებზე. ახალგაზრდული საბჭოს წევრები შეირჩევა 1 წლის ვადით კონკურსის საფუძველზე სპეციალური კომისიის მიერ. კონკურსის ჩატარების წესს, ვადებსა და პირობებს, ასევე სპეციალური კომისიის დაკომპლექტებისა და მუშაობის წესს ადგენს მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურთან ერთად.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს დებულება

სარეგისტრაციო ფორმა

 

 

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

esenyurt escort mecidiyekoy escort avcilar escort istanbul escort istanbul escorts
mersin escort istanbul escort arnavutkoy istanbul escort azeri istanbul escort sefakoy istanbul escort ukraynali
bakırköy escort ataköy escort
bakırköy escort
ataköy escort
casibom casibom giriş
istanbul escort istanbul escort bayan

Translate »
jojobetCasibom GirişDeneme Bonusu Veren SitelercasibomMeritking Girişholiganbet girişbaywinDeneme Bonusu Veren Sitelercasibom girişdeneme bonusuCASİBOM GÜNCELonwin Skip to content