სიახლეები

ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია – II ეტაპი

შესრულებულია 90 %
  • შემსრულებელი: შპს „ზმ“ ჯგუფი

  • დაფინანსების წყარო:
    რეგ. ფონდი 95%  / ადგილობრივი ბიუჯეტი 5% 

  • პროექტის ღირებულება: 1 841 155 ლარი 
  • სამუშაოების დაწყების თარიღი: 12.02.2020
  • სამუშაოების დასრულების თარიღი: 12.10.2020
  • ტენდერის ნომერი: NAT190025863  
სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ აქ

პროექტის შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით აწარმოებს კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს.

მეორე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა:

➡️ ქუჩის გასწვრივ ბულვარის საფეხმავლო ბილიკის მოწყობა;
➡️ ძირითადი ჯებირის რეკონსტრუქცია;
➡️ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობა;
➡️ ჩოგბურთის კორტის მშენებლობა, 270 ადგილიანი ტრიბუნით;
➡️ მინი-საფეხბურთო მოედნის მშენებლობა (გასახდელის შენობით, საშხაპითა და სან-კვანძით);
➡️ მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობა;
➡️ კომპლექსის სამივე მხარეს ღია ავტოსადგომების მოწყობა;
➡️ პენსიონერთა კლუბის სახლის აშენება.

მესამე, საბოლოო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ველობიკის მოწყობა, გამწვანების ზოლის მოწყობა, სკამების განთავსება, მცირე სკვერის მოწყობა.

პროექტის პირველ ეტაპზე დაიგო დაახლოებით 2 კმ. ასფალტის საფარი, გალვანიზირებული ბოძებით მოეწყო გარე-განათება, განთავსდა სანიაღვრე არხები.

აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კუნძულის უბნის სანაპიროს ტურისტული მიმართულებით განვითარებას, არსებული პოტენციალის გამოყენებას და ქალაქში შექმნის ახალ სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ, ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილ სივრცეს.

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişcasino siteleriDeneme Bonuslarcasibom 726Onwincasibom girişcasino sitelericasibom güncel girişcasibomonwingrandpashabet girişholiganbetbets10 sorunsuz girişjojobet güncel girişonwin girişgrandpashabetjojobet giriş Skip to content