სიახლეები

მარინისტული ფესტივალი

 

ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით-კულტურის პროფესიონალები, ხელოვანები ჩამოვლენ ფოთში, ადგილობრივ სახელოვნებო სახელოსნოებში სამუშაოდ, მარინისტულ თემაზე ნამუშევრების შექმნის, შემოქმედებითი გამოცდილების მიღება-გაზიარებისა და
ფესტივალში მონაწილეობისთვის. პროგრამის ფარგლებში მათ შესთავაზებენ განთავსებას, მუშაობას ადგილობრივი, მასპინძელი (მიმწვევი) სახელოსნოს, ორგანიზაციის განვითარებაზე და ნამუშევრების შექმნას საზღვაო თემაზე.

კონკურსის მართვა

გამარჯვებული აპლიკანტისთვის ფინანსური მხარდაჭერა გულისხმობს თითოეული მასპინძელი სახელოსნოსთვის (აპლიკანტისთვის) სახელოსნოს არსებული და განვითარებისთვის შესაბამისი პროფილით მომუშავე, წარმატებული არტისტის – მოწვეული პროფესიონალის ტრანსპორტირების, ბინის, დღიური ხარჯებისა და გამოსაყენებელი მასალის ხარჯების დაფარვის უზრუნველყოფას.
ადგილობრივი სახელოვნებო სახელოსნოების მიერ საქართველოს მასშტაბით ხელოვანთა მოწვევის თითოეულ ინიციატივაზე განიხილება დაფინანსება არაუმეტეს 2000 ლარისა (გაწეული ხარჯი-თითოეულ პერსონაზე, არაუმეტეს 1 000 ლარისა), დაფინანსება გადაეცემა მომწვევ სახელოსნოს. მგზავრობისა და ფესტივალზე მობილობის, ასევე დღიური სარგოსა და სახარჯი მასალის თანხები, ანაზღაურდება ხარჯვის დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, დაფინანსდება მომწვევი სახელოსნოს მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.
ასევე, დაფინანსდება ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები მოიწვევენ და უმასპინძლებენ ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს საზღვარგარეთიდან, დაფინანსება გადაეცემა მომწვევ სახელოსნოს, დაფინანსება ითვალისწინებს მგზავრობის, ფესტივალზე მობილობისა და დღიური სარგოს თანხების
ანაზღაურებას- წარმოდგენილი ინვოისისა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, არაუმეტეს 1 500 ლარისა; მასპინძელმა სახელოსნომ უნდა უზრუნველყოს ერთი ან ორი წარმატებული ხელოვანის/არტისტის მოწვევა ქვეყნის მასშტაბით ან ერთი წარმატებული ხელოვანის/არტისტის მოწვევა საზღვარგარეთიდან.
გასათვალისწინებელია, რომ ორივე შემთხვევაში (საქართველოდან და საზღვარგარეთიდან) მობილობით მოწვეული ხელოვანებისთვის ამ თანხებიდან დაფინანსდეს მათი ფოთში მობილობის პერიოდის დღიური სარგო – არაუმეტეს 150 ლარისა, მაქსიმუმ 3 დღე, ფესტივალის დღეების ჩათვლით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში  უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

−ორგანიზაციის  იურიდიული ფორმის დამადასტურებელი დოკუმენტი – 2024 წლის თარიღით განახლებული ამონაწერი  რეესტრიდან;

− წარმოდგენილი აქტივობის/ინიციატივის კონცეპტუალური ნაწილი;

− აქტივობის გეგმა;

− აქტივობის მოსალოდნელი თვალსაჩინო შედეგების აღწერა;

−  უკვე განხორციელებული აქტივობების  მოკლე ანოტაცია;

− ორგანიზაციიდან აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის მითითება;

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის   9 სექტემბრამდე;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადის ფორმა  გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: poti.info@gmail.com

კონკურსს აცხადებს და შესაბამის პროცედურებს ახორციელებს მერის ბრძანებით შექმნილი კომისია. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომისიის პირობების შესაბამისად.

განაცხადის ფორმა

კონკურსის ჩატარების წესი

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişjojobetcasino siteleriDeneme Bonuslarcasibom güncel girişcasibomcasibom 726casibomOnwincasibom girişcasibom girişbaywin girişgrandpashabet mobil girişholiganbet girişjojobet Skip to content