სიახლეები

სარიტუალო მომსახურება

პროგრამის მართვა

აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (100000-მდე ქულის მქონე) მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 500 ლარით.

ასევე, დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახები დაფინანსდება 500 ლარით.

საჭირო დოკუმენტაცია

აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომელსაც  უნდა დაერთოს:

1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2) გარდაცვალების მოწმობის ასლი ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

3) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

4) ამონაწერი  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

5) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);

6) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;

7) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

8) საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

9) შსს მიერ გაცემული ცნობა, არაიდენტიფიცირებული ან უპატრონო გარდაცვლილის  შესახებ.

უპატრონო და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებელი სასახლის (კუბოს) შესყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით).

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişcasino siteleriDeneme Bonuslarcasibom 726Onwincasibom girişcasino sitelericasibom güncel girişcasibomonwingrandpashabet girişholiganbetbets10 sorunsuz girişjojobet güncel girişonwin girişgrandpashabetjojobet giriş Skip to content