- შემსრულებელი: შპს „გეო-გრინი“
პროექტის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით, მრავალსართულიანი სახლების ეზოებში ფიტნეს-ზონები მოაწყო.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები მოეწყო საცხოვრებელი სახლების ეზოებში, შემდეგ მისამართებზე:
➡️ ჭავჭავაძის ქუჩა N 150-152;
➡️ მზარელუას ქუჩა N 38 – N 40 – N 42;
➡️ არზიანის ქუჩა N 8, ელადას ქუჩა N 8;
➡️ თავდადებულის ქუჩა N 9;
➡️ 9 აპრილის ხეივანი N 9 და N 29;
➡️ ჭყონდიდელის ქუჩა N 14;
➡️ გურიის ქუჩა N 177;
➡️ გამსახურდიას ქუჩა N 16;
➡️ ზამბახიძის ქუჩა N 26-28;
➡️ ბარათაშვილის ქუჩა N 16;
➡️ კოსტავას ქუჩა N 16 –N 18 – N 20;
➡️ ფარნავაზ მეფის ქუჩა N 3.
გარე გამოყენების (12 კომპლექტი) ფიტნესის ტრენაჟორების მონტაჟის სამუშაოებმა ასევე მოიცვა, ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა.