ტენდერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: აქ
რეგ. ფონდი / ადგილობრივი ბიუჯეტი
პროექტის შესახებ
პროექტი გულისხმობს მდინარე კაპარჭას 3700 მეტრიანი ზოლის გაწმენდას, რომელიც ხელს შეუწყობს პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაწმენდილა, შედეგად, ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მდინარის ძირზე დაიწყო მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭას წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, თევზის ენდემური სახეობების შენარჩუნებას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.