ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (საჩუქარი) წარმატებული სტუდენტებისათვის 

პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

გ)  სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;

დ) ამონაწერი სტუდენტის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.

ვ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, სემესტრის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით  (მატერიალურად დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას  ხელმოწერით და სველი ბეჭდით დამოწმებული, ხოლო  ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული).

ზ) ფოტოსურათი – 2 ცალი (ზომა – 3სმ. × 4სმ.);

გადაწყვეტილების მიღების წესი: ღონისძიების ფარგლებში  სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ  სტუდენტს – საქართველოს მოქალაქეს, რომელიც  რეგისტრირებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის მანძილზე და აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, ბოლო საშემოდგომო ან საგაზაფხულო სემესტრის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში (სტუდენტს სემესტრში გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 4 საგანი)  აქვს არანაკლებ 81-90 ან 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი ან  B  კატეგორია – კარგი), აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია (საჩუქარი) თითოეულ სემესტრში გაიცემა 30 სტუდენტზე. დაფინანსება გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სემესტრულად, მიმდინარე სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის (საჩუქარი) ოდენობა თითოეულ სემესტრში 500  ლარს შეადგენს.

კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკუსანტს,  რომელსაც დამატებით წარმოდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები,  სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში და სერთიფიკატების/ სამეცნიერო ნაშრომების,  სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანაბრად წარმოდგენისას ან   არ არსებობისას,  სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თანაბარი ქულების მქონე სტუდენტებზე დამატებითი სტიპენდიის (საჩუქარი) გაცემის შესახებ.

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 03 აგვისტოდან   31 აგვისტოს ჩათვლით როგორც მატერიალური სახით, ასევე  ელექტრონულ ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge 

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ხოლო სტიპენდია (საჩუქარი) კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

განცხადების ფორმა

© ყველა უფლება დაცულია. ფოთის მუნიციპალიტეტი 2023. დეველოპერი: ლაშა კილასონია

eseranaokulu.com
izmir escort
onwin giriş
1xbetBetturkeyBetistKralbetSupertotobetTipobetMatadorbetMariobetBahis.comSahabet
superbetin twitter
ankara escort bayan
sexo en la escuela videos German Homemade Rousse masseuse Lilly Ford baise sportive homme passionnément
dr kat van kirk full kylie jenner sex tape cameron diaz look alike porn
1xbetaz
1xbet зеркало 1xbet kayıt 1xbet 1xbet deneme bonusu veren siteler trbet casino siteleri
Tarafbet
izmir escort
turkbet
deneme bonusu veren siteler
kıbrıs gece hayatı lipstick night club
Translate »
Skip to content