✅ ქ. ფოთში, მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წარმოდგენილი სატენდერო წინანდადებები გაიხსნა
➡ სატენდერო წინადადება 12-მა კომპანიამ წარმოადგინა
🛣 მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება
⛩ ხიდის სიგრძე კი 432 მეტრს შეადგენს
❌ ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას
➡ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს
⚪ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს
💻 იხილეთ ვრცლად: http://gov.ge/s/905c5.