▶️ ქალაქ ფოთში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე სპორტული დარბაზის კაპიტალური შეკეთების, მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
▶️სამუშაოებს აწარმოებს „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“. პროექტის ღირებულება 345 209,42 ლარს შეადგენს. მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია მაყურებელთა ტრიბუნების, სველი წერტილების, დარბაზში მოედნის ხის საფარის, განათების და ტაბლოს მოწყობა, აგრეთვე კრივის დარბაზში სველი წერტილების და საუნის მოწყობა.
▶️სპორტული დარბაზის პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოხდა კრივის დარბაზის რეაბილიტაცია, სადაც სპორტსმენები უკვე განახლებულ დარბაზში ვარჯიშობენ. სპორტული დარბაზის მოწყობის სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება.