,,12 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მოუშუშებელია ის იარა, რაც 2008 წლის მოვლენების, რუსული ოკუპაციამ დაგვიტოვა. ჩვენი ქალაქი, მტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა, ყველას გვახსოვს 7 აგვისტოს მძიმე ღამე, ყველანი გავხდით მოწმე, როგორ ცვიოდა ყუმბარები ჩვენი ქალაქის სანაპიროზე. სამწუხაროდ ამ დღეებს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. დღეს სრულიად საქართველო იხსენებს გმირებს. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და გვჯერა, მათ მიერ გაღებული მახვერპლი არ იყო ამაო. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. და ეს იქნება ჩვენი გმირების სულის სადიდებლად“-გოჩა კურდღელია ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეებმა კონსტანტინე თოფურიამ, მამუკა პაპასკირმა, პაატა ლაგვილავამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის მოვლენების დროს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი იქნა გადიხდილი.