სამხატვრო სასწავლებელში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ, მოადგილე – აკაკი დარჯანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
❇️ სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო.
❇️ შენობაში სრულად იქნა აღდგენილი ის არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას ძენს.
❇️პროექტს ფონდი “ქართუ”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებდა.