✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის პირველის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
✔️სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტეყბუჩავამ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა მოძმე უკრაინელ ხალხს უკრაინის საზღვართან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
✏️სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ოცდაოთხი საკითხი განიხილეს:
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გვანცა გვაძაბიას პირადი განცხადების საფუძველზე, 2022 წლის 11 იანვრიდან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სალომე წულაიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
✏️საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის შესახებ.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის №17/23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე (შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია) გარე განათების ბოძის ნაწილის, კერძოდ, მიწის ზედაპირიდან 3.50 გრძივი მეტრის ზევით 0.21 კვ.მ. ფართის შპს ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 5 (ხუთი) წლის ვადით, ადგილმდებარეობის მიმანიშნებელი აბრის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი №15-ში პირველ სართულზე მდებარე 226.76 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.09.722.01.500) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა N7-ში მეორე სართულზე მდებარე 55.96 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.512) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №7-ში პირველ სართულზე მდებარე 28.22 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.507) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქის-ფოთის ცენტრალური პარკისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩა №12-ში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე არსებული 290.34 კვ.მ. ფართის და №2 შენობა-ნაგებობაში არსებული 57.67 კვ.მ. ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.705) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №7-ში პირველ სართულზე მდებარე 98.07 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.507) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, რიონის მარცხენა სანაპირო №4-ში მდებარე 246.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.15.368) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, 26 მაისის ქუჩა №7-ში მესამე სართულზე მდებარე 30.06 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.241.01.510) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, გიორგი ჭანტურიას ქუჩა №1-ში მდებარე 25.54 კვ.მ. ფართზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.082.01.03.511) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრისათვის“ უზუფრუქტის უფლების შეწყვეტისა და ქალაქ ფოთში, გიორგი ჭანტურიას ქუჩა N1-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 24.10 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.08.082.01.03.514) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ. ✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის №14/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✏️ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლისა და უმეთვალყურეოდ მიტოვებული, მოხეტიალე შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის №9/14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ.
✏️ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისა“ და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ რეორგანიზაციაზე (გაერთიანებაზე) და რეორგანიზაციის (გაერთიანების) საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
✏️ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 იცლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
✔️სხდომაზე მიღებულ იქნა 9 დადგენილება და 15 განკარგულება.
✔️ონლაინ სხდომას ოცდათხუთმეტივე საკრებულოს წევრი ესწრებოდა.