🎯 12 თებერვალს ქალაქ ფოთის კულტურის სტრატეგიის პროექტის ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა ჯგუფის – კულტურის გენერალური ასამბლეის პირველი შეხვედრა.
✅ გენერალური ასამბლეა კულტურის სფეროს პროფესიონალების, სამოქალაქო, ბიზნეს და მედია-სექტორის წარმომადგენლებისგან კონკურსის შედეგად დაკომპლექტდა. კულტურის გენერალური ასამბლეის წევრები მიიღებენ მონაწილეობას პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე, აქტიურად ჩაერთვებიან სტრატეგიის შექმნის პროცესში.
📍 ასამბლეას სიტყვით მიმართა და წარმატებული საქმიანობა უსურვა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ მუნიციპალიტეტის სამომავლო მისია, სწორედ მონაწილეობით პრინციპებზე დაყრდნობით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით შექმნილი სტრატეგიული დოკუმენტის სისრულეში მოყვანა იქნება.
🎯 შეხვედრაზე ასამბლეის წევრებს სტრატეგიის შემუშავების მეთოდი გააცნო სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტმა, ლევან მჟავანაძემ.
✨ შეხვედრის დასასრულს, გაიმართა საინტერესო დისკუსია, დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმა.
🇪🇺 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროექტის EU4Culture ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პროექტის პარტნიორები არიან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო.