2024 წლის 29 იანვარს,12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
დღის წესრიგი №1
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- დადგენილების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე 40.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.16.060) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 10 (ათი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, პეტრე იბერის ქუჩაN23-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 04.01.12.271; 04.01.12.273; 04.01.12.275) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
თემური დუნდუა