დღეს, 8 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს წევრებთან, ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან და სხვა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ობელისკი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 12 ფოთელი გარდაიცვალა. გმირების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკათედრო ტაძარში მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.