ფოთის 2020-2023 წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნა განხილული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები, სამსახურების უფროსები და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუშა ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს არსებული მუნიციპალური პროგრამების ეფექტურობასა და შედეგებზე, მომდევნო წლების ღონისძიებების დაგეგმვისას მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე. ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები 2020-2023 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტებია. შეხვედრაზე კულტურული და სპორტული ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვაზეც გამახვილდა ყურადღება.